სირიული ასფალტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სირიული ასფალტი – უმაღლესი ხარისხის ასფალტი, მოპოვებული მკვდარი ზღვის სანაპიროებიდან და ფსკერიდან. ჯერ კიდევ ძველი რომაელები უწოდებდნენ მკვდარ ზღვას ასფალტის ზღვას (Palus Asphaltites). ასირიელები, ფინიკიელები და ეგვიპტელები ფართოდ იყენებდნენ ასფალტის ჰიდროსაიზოლაციო და შემკვრელ თვისებებს სახლებისა და გემების მშენებლობაში. სირიული ასფალტი გამოირჩევა სიმაგრით, სიმყიფით და თითქმის არ შეიცავს მინერალურ მინარევებს, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნეს მხატვრული საღებავებისა და ლაქების საწარმოებლად.