სირინგსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სირინგსი(ბერძნ.) ნაიადა. პანმა, როდესაც თვალი ჰკიდა მშვენიერ სირინგსს, დაედევნა და მანამ სდია, ვიდრე საბრალო ნაიადა მდინარეში არ გადავარდა. სირინგსი ლერწმად გარდაისახა. როდესაც ქარი უბერავდა, ეს ლერწამი ირხეოდა და სევდიან ხმებს გამოსცემდა. პანმა ამ ხისგან გამოთალა თავისი სტვირი და მას მშვენიერი ნაიადას მოსაგონებლად სირინგსი უწოდა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები