სინორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინორი − წვრილად დაჭრილი და დახვეული „იუხის” ფენები.

პურის ცომისაგან გაჰყავდათ თხელი ცომი, იუხის ფენა, რომელსაც „საჯზე” ანდა ღუმელზე შეწვავდნენ. ამას იუხა ერქვა. ერთმანეთზე დაწყობილი, ტილოგადაფარებული იუხის ფენები დარბილდებოდა და მას გრაგნილის მსგავსად დაახვევდნენ. შემდგომ დაახლოებით ორი „პარმაღის” – ორი თითის ზომაზე დაჭრიდნენ და ხის გობში ჩაწყობილს შეინახავდენ.

სინორი სხვადასხვანაირად მზადდებოდა, იცოდნენ დოიანი, მაწვნიანი, იაღიანი სინორი. განასხვავებდნენ, ასევე, შაქრიან და მარილიან სინორს. სინორი საპატივცემულო საკვებად ითვლებოდა, ამასთანავე მსუყე საკვებიც იყო.



წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები