სინაქერიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინაქერიბი (ასურეთის მეფე ძვ.წ. 705-681) – ასურეთის მეფე, სარგონ II-ს ძე. ტახტზე ასვლისთანავე სინაქერიბმა წამოიწყო კამპანია ბაბილონის წინააღმდეგ. მან დაამარცხა ბაბილონის მეფე მეროდახ-ბალადანი და დაიპყრო მისი ტერიტორიები. ამ ლაშქრობის შემდეგ სინაქერიბი მიდიის ტომების დასამორჩილებლად დაიძრა, თუმცა მალე იძულებული გახდა დაბრუნებულიყო დასავლეთში, რადგან მის წინააღმდეგ ბაბილონის განდევნილმა მეფემ, მეროდახ-ბალადანმა და იუდეის მეფე ხიზკიამ ასურეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს.

ძვ.წ. 701 წელს სინაქერიბი დაბრუნდა და ფინიკიის განდგომილ ქალაქებს შეუტია. ასურელთა ჯარმა ყეკრონთან დაამარცხა ეთიოპიურ-ეგვიპტური არმია, თუმცა ვერ აიღო ქალაქი ტიროსი. შემდეგ სინაქერიბმა იუდეის დასასჯელად დასძრა არმიები, აიღო იუდეველთა 46 ქალაქი და ხიზკიას დიდი ხარკის გადახდა აიძულა. ამას გარდა მეფეს მოსთხოვეს იერუსალიმის დათმობა, რაზეც უარით უპასუხა, თუმცა მალე იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. ამის შემდეგ სინაქერიბის მმართველობისას პალესტინა ასურეთის ერთგული იყო. ბიბლიაში საუბარია იერუსალიმის მეორე ლაშქრობაზე, ბრძოლაზე ეთიოპიელ ეგვიპტის მეფე ტაჰარქასთან და სინაქერიბის არმიის დადუპეაზე ჭირისგან.

სინაქერიბმა მეორედ ილაშქრა ბაბილონში და კიდევ ერთხელ განდევნა იქიდან მეროდახ-ბალადანი, ხოლო ბაბილონის ტახტზე თავისი ვაჟი ასსარგადონი დასვა. 11 წლის განმავლობაში ასურელები ებრძოდნენ ელამელებს, რომლებიც ძვ.წ. 694 წელს დაეუფლნენ ბაბილონს, თუმცა სამი წლის შემდეგ სინაქერიბმა დაამარცხა ელამ-ბაბილონის გაერთიანებული ჯარი და ძვ.წ. 689 წელს დაარბია ბაბილონი. ძვ.წ. 681 წელს სინაქერიბი საკუთარმა შვილებმა მოკლეს.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები