სიმბოლიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმბოლიკა – იდეათა, ცნებათა და გრძნობათა გამოხატვა სიმბოლოებით, პირობითი ნიშნებით. ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებდა რელიგიური სიმბოლიკა (ფრინველთა და ცხოველთა თავები ღვთაებათა სიმბოლოებს წარმოადგენდნენ). ხალხურ სიტყვიერებასა და ხელოვნებაში სიმბოლოები ბუნების მოვლენათა გულუბრყვილო ახსნა-განმარტებასთან იყო დაკავშირებული (მაგალითად, ცისკარი, დილა და გახაფხული წარმოადგენდნენ გამოღვიძების, განახლების, სიცოცხლის ახლად დაწყების სიმბოლოებს). სიმბოლიკა ქართულ ფოლკლორში ხშირად გვხვდება. მაგალითად, ცნობილი ლექსი „წუხელ სიზმარი ვნახე, ნეტავ დედავ, რაო?“ სიკვდილის სიმბოლური წარმოდგენის ნიმუშია. ალვის ხე ქალის ტანია, ტოტები – მკლავები, ფოთლები – თმები, კიდობანი – კუბო, ყორანი – დეკანოზი და ა.შ.


ნ. შამანაძე


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები