სილვანუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სილვანუსი(რომ.) ტყეთა ძველიტალიკური ღვთაება, რომელსაც პანთან აიგივებდნენ. იმპერიის ეპოქაში სილვანუსს სახლისა და კარ-მიდამოს მფარველად თვლიდნენ.

სილვანუსის კულტი გავრცელებული იყო ღარიბთა და მონათა შორის. ამიტომ მას წარმოსახავდნენ გლეხკაცის სამოსით, ნამგლითა და მცენარეული ნაყოფებით. მისი მუდმივი თანამგზავრები იყვნენ კარ-მიდამოს მფარველებად შერაცხული თხა, ძაღლი და გველი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები