სილევსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სილევსი – (ბერძნ.) თესალიელი ან ლიდიელი ავაზაკი, რომელიც ჰერაკლეს მოუკლავს.
მევენახე სილევსი თავს ესხმოდა ამვლელ-ჩამვლელებს და მის ვენახში მუშაობას აიძულებდა, შემდეგ კი კლავდა. როდესაც ჰერაკლე დედოფალ ომფალეს ემსახურებოდა (იგი იფიტოსის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს), ვერ აიტანა სილევსის ავაზაკობა, მოკლა იგი და მისი ვენახი გაანადგურა.