სიბრტყის ნორმალური ვექტორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიბრტყის ნორმალური ვექტორი – სიბრტყის მართობული ნებისმიერი არანულოვანი ვექტორი. მაგალითად, დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ზოგადი სახის განტოლებით მოცემული Ax+By+Cz+D=0 სიბრტყისათვის ნორმალს წარმოადგენს ვექტორი = (A, B, C).
თუ სიბრტყის ნებისმიერი წერტილის რადიუს-ვექტორია = (x, y, z) მაშინ სიბრტყის ზოგადი სახის განტოლება ასე ჩაიწერება: · + D = 0.