მაჩაბელი სვიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სვიმონ მაჩაბელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჩაბელი სვიმონ — (1794 − 1858), სვიმონ ფარსადანის ძე მაჩაბელი. გიორგი მაჩაბლის მამა და ვასილ და ივანე მაჩაბლების პაპა. იგი იყო სამაჩაბლოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეოდალი XIX საუკუნეში, ასევე ჰქონდა მამულები თბილისის მაზრის სოფელ ტაბახმელაში, ცხოვრობდა ლიახვის ხეობაში, სოფელ თამარაშენში. იყო საქართველოში რუსიფიკაციის წინააღმდეგი, 1832 წლის აჯანყების მონაწილე. ჰქონდა ახლო და მეგობრული ურთიერთობა გრიგოლ ორბელიანთან და გიორგი ერისთავთან. 1833 წლის 3 იანვრიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო დაპატიმრებული ავლაბრის ყაზარმაში, ამ პერიოდში შექმნა მან თავისი ცნობილი ლექსი — „საპყრობილესა შინა უეცრად ფრინველის შეფრენა და პყრობილისაგან ლაპარაკი”.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)‏‎‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები