სვენეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სვენეთი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბერბუკის თემი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე თორთლის (მეჯუდის შენაკადი) ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი, გორიდან 7 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1383 ადამიანი.

ქართულ საისტორიო და ეკონომიკურ ძეგლებში XIII საუკუნიდან არის დადასტურებული. ყველაზე პირველად სვენეთი მოხსენიებული უნდა იყოს გიორგი IV-ის ანუ ლაშა გიორგის მიერ ქვათახევის ეკლესიისათვის მიცემულ შეწირულების სიგელში (1213-1222 წ.წ.) „სულ(ა) „ქართლის ერისთავი, ძე რატი სურამ(ლისა), გუეჰაჯა და მო(გუაჴ)სენა, რაითამც(ა) შევიწყალეთ და ქართლის სოფელი სუელეთი მონასტერსა მისსა ქვათაჴევს შევსწირეთ. ჰქონდეს ქვათაჴევს მონასტერსა სუელეთ(ი), (მთ)ითა, (ბარითა, ტყითა, ველითა, წყლითა… ამავე სიგელის ზოგ ნისხაში, აგრეთვე, სხვა საბუთებში სუელეთის გვერდით სუელნეთიც იკითხება: „დაგუაჯერა ღმერთმან. გისმინეთ ჰაჯაი და მოჳსენებაჲ ერისთავთ-ერისთავის სულა ქართლის ერისთავისაი და სუელნეთი გამოგუიღია საქართველოს ერისთავისაგან და შეგუიწირავს… ქვათაჴევისადმი“. მოგვიანო ხანის ეკონომიკურ საბუთებში ძირითადად სველნეთი მკვიდრდება; აქა-იქ გვხვდება სოლნეთ- ფორმაც. უფრო მოგვიანებით სველნეთი სვერნეთის სახითაც დადასტურდა. (თუ იგი კორექტურული შეცდომა არ არის, რაც ამ გამოცემაში საკმაოზე ბევრია).

სახელწოდება

ქართული ტოპონიმიის ცნობილი მკვლევარი ალ. ღლონტი ტოპონიმ სველნეთ-ში -- თანხმოვანს მრავლობითობის აღმნიშვნელ ფორმანტად მიიჩნევ, (სველ-ნ-ეთ-ი) და მას სიტყვა დალტობასთან აიგივებს. ვარაუდი უფრო სარწმუნო იქნებოდა, ამ არეალში ამოსავალი სველნ-ი ფორმა რეალურად რომ დადასტურებულიყო. მეორეცაა და მრავლობითობის -ნ- ფორმანტის შემდეგ რაიმე სხვა სუფიქსები ტოპონიმებში თითქოს არ შეინიშნება (შეუძლებელია ჯვარნეთი, ქვაბნიანი..). ამის მიხედვით სველნეთის (სველ-ნ-ეთ-ი) ამგვარი გაგება თითქოს უნდა გამოირიცხოს. აკ. შანიძე ამ ტოპონიმში გამოყოფს -ეთ სუფიქსს, სვენ- ფუძის შესახებ კი შენიშნავს, მისი მნიშვნელობა ამჟამად ნათელი არ არისო.) თუ დავუშვებდით, რომ -ნ- თანხმოვანი ძირისეულია, მაშინ შეიძლებოდა იგი მსუენ- („ხვლიკი“) სიტყვისაგან მომდინარე ერთეულად მიგვეჩნია. თუ ჩვენი მოსაზრება ჭეშმარიტებასთან ახლოსაა, დღევანდელი სვენეთი უნდა გავიგოთ როგორც მ-სუენ-ეთ-ი („ადგილი, სადაც მსუენი ყოფილა გავრცელებული“: „სა-ხვლიკ-ეთ-ი“). ამ ვარაუდის საბოლოოდ გაზიარებას თითქოს ხელს უშლის ის ფაქტი, რომ შუასაუკუნეებისდროინდელ ძეგლებში ეს ტოპონიმი -- თანხმოვნითაა წარმოდგენილი: სუელეთი|სუელნეთი. საბოლოოდ: სოფლის სახელწოდება სვენეთის წარმოშობა შეიძლება ორგვარად წარმოვიდგინოთ: ა) „წყარომრავალი, სველი ადგილები“; ბ) „ადგილი, სადაც ბევრი მსვენი ანუ ხვლიკი ბინადრობდა“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები