სვანური კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვანური კოშკები. ზემო სვანეთი, საქართველო

სვანური კოშკისვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობა, ჩვეულებრივ 20-25 მეტრი სიმაღლისა. შედგება 4-6 სართულისგან. ქვედა სართული, რომლის კედლები 1,5 მ-მდე სისქისაა, მეტწილად ყრუა, შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა მოწყობილი. სიმაღლეში კოშკი ვიწროვდება და კედლების სისქეც 0,7-0,8 მ-მდე მცირდება. სართულები შიგნით ერთმანეთთან გადასატანი ხის კიბეებითაა დაკავშირებული. გვირგვინით დასრულებული კოშკის უკანასკნელ სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი. გადახურულია ორფერდა სახურავით. აღჭურვილია სათოფურებით. სვანურ კოშკს აგებენ რიყის ქვითა და ლოდებით, იყენებენ ფიქალსაც (უშგული). კოშკებს გარედან ლესავენ იშვიათი სიმტკიცის ბათქაშით. სვანური კოშკი ან საცხოვრებელ სახლთანაა დაკავშირებული ან ცალკე დგას.




იხილე აგრეთვე

სვანური ციხე-სახლი

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები