სვანიძე თენგიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თენგიზ სვანიძე

სვანიძე თენგიზ – (1937), ქართველი ინჟინერი, პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. გამოცემული აქვს არაერთი პოეტური კრებული, რომელთა შორის აღსანიშნავია: „თოვლის ყვავილი“ (1991), „სევდის ნათელი“ (2002), „ბობის გახსენება“ (2003), „ათოვს მოწყენას“ (2006), „101 ლექსი სიყვარულზე“ (2006).


* * *
ო, ნეტავ როდის გამოიდარებს,
აღარ ილევა წყარო დარდისა...
ძვირფასო, შენით დაბანგულ ჰაერს
ვისრუტავ, როგორც სურნელს ვარდისას.
და მეჩვენება: ჩავიდა ეს მზე,
როცა ვერ გხედავ, ჩემო ფერია,
და მე ვოცნებობ შენზე და შენზე,
ზოგს საოცნებოც არაფერი აქვს!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები