სესიაშვილი ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი – დაიბადა 1974 წლის 11 იანვარს თბილისში. — პედაგოგი, პოლიტიკოსი.

განათლებაივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი (1995). ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი - სპეციალობა გერმანისტიკა; ბამბერგის უნივერსიტეტი - ჟურნალისტიკა; ჰამბურგის უნივერსიტეტი - მშვიდობის კვლევისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაგისტრი.

სამუშაო გამოცდილება

  • ჟურნალ "კავკაზიშე პოსტის" კორესპონდენტი (1995-1997)
  • შპს "საქოტელის" გაყიდვების მენეჯერი (1995-1997)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი (1996-1997)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რედაქტორი (1997-2004)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი (1997-1999)
  • ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" პროექტის დირექტორი (1999-2003)
  • ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" დირექტორი (2003-2005)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი (2003-2004)
  • სახალხო დამცველის აპარატი, დეპარტამენტის უფროსი (2004)
  • ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" დირექტორი (2006-2012)
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.
  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, თელავისა და ყვარელის №27 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020), დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი (17-12-2020)


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები