სერიული მუსიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სერიული მუსიკა — დოდეკაფონიის ნაირსახეობა, დაფუძნებული სერიულ ტექნიკაზე, სერიული მუსიკის კომპოზიტორი, დოდეკაფონიისაგან განსხვავებით, „რიგის“ ყოველი ბგერისათვის წინასწარ ადგენს განსაზღვრულ დინამიკას და ტემბრს და ინარჩუნებს მათ მთელი ნაწარმოების მსვლელობაში.