სეიდიშვილი ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადო სეიდიშვილი

სეიდიშვილი ლადო – (1931 – 2010), ქართველი მხატვარი, პოეტი. დაიბადა ბათუმში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის გამომცემლობაში მხატვარ-რედაქტორად, თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მხატვარ-არქიტექტორად. 1965-71 წლებში იყო აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1956 წელს. სხვადასხვა დროს გამოვიდა მისი წიგნები: „ლექსების კრებული“ (1961 წ.), „მზის ხმაური„“ (1963 წ.), „ელესა“ (1969), „სონეტების გვირგვინი“ (1972), „ადამის ვაშლი“, „ზნენი და ვნებანი“ (1995), ერთტომეული (2001), „რეკვიემი“ (2005) და სხვ.


ურბანისტული
ვერ შევეგუე ხმაურს თქვენებურს
და ოთახში ვარ გამომწყვდეული,
ვით საკუთარი სულის სადგური –
თანამეცხედრე ჩემი სხეულის.
ყოველ ხმაურზე წამოვვარდები,
კარებს აწყდება რკინის კივილი;
ბუხრიდან მიმზერს ძველი კანდელი
ჩანაცრებული ფიქრის ტკივილით.
უცხო მკვლელები შემომესივნენ,
ხელში ჩამაკლეს მოძმე დუმილი
და ჯვარცმული ვარ როგორც მესია,
უამინდობით შემოდგომურით.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები