სახელგანთქმული ბანდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„სახელგანთქმული ბანდა“ – (გერმ. Berühmte Bande), გერმანელი კომედიანტების მოხეტიალე დასი. არსებობდა XVII საუკინეში. „სახელგანთქმულმა ბანდამ“ წამყვანი ადგილი დაიჭირა მოხეტიალე დასთა შორის და „სახელგანთქმული“ იმიტომ ეწოდა, რომ მართლაც სახელი გაითქვა შესრულების ოსტატობით და იმ დროისათვის მაღალმხატვრული რეპერტუარით. „სახელგანთქმული ბანდის“ მოღვაწეობამ, რომელიც მრავალრიცხოვან გასტროლებს აწყობდა ქვეყანაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გერმანული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაში.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები