საძირკვლის ფილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საძირკვლის ფილა – საძირკველი შენობის მთელი პერიმეტრისათვის რკინაბეტონის მონოლითური დაარმირებული ფილის სახით. ეწყობა სუსტი გრუნტების შემთხვევაში ხიმინჯების ბუჩქის თავზე ან უშუალოდ გრუნტზე დაყრდნობილი, 20-40 სმ სისქის დატკეპნილი ქვიშის ბალიშის მეშვეობით. ფილის სისქე, ბეტონის კლასი და არმატურის სახეობა მიიღება გაანგარიშებით გრუნტის წინაღობისა და საძირკველზე მოსული დატვირთვების მიხედვით.