საცხოვრებელი შენობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საცხოვრებელი შენობა − შენობა, რომელიც საცხოვრებლადაა განკუთვნილი (ერთ- ან მრავალბინიანი). შეიძლება იყოს არაკომერციული (საცხოვრებელი სახლი, საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო ფაბრიკა-ქარხნებთან ან სასწავლო დაწესებულებასთან, სამხედრო ყაზარმა და სხვ.) ან კომერციული (სასტუმრო, კომერციული საერთო საცხოვრებელი, შემოსავლიანი სახლები და სხვ.).