საცხებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საცხებელი - სურნელოვანი ზეთი, რომელსაც ხმარობდნენ სახის ლამაზად გამოსაჩინებლად. იდუმალი სულიერი მნიშვნელობით ნიშნავს სულიწმიდის მადლს (მათე 25, 4).

და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ-ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. (103, 15)

განაპოხე ზეთითა თავი ჩემი (ფსალ. 22, 5) ნიშნავს - სულიწმიდის მადლით გამსჭვალე ჩემი გონება.

ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა (ფს. 140, 5) ნიშნავს - ცრუ „მადლი“ (რომელიც ეშმაკისგან არს) ნუ შეიპყრობს ჩემს გონებასო.


წყარო

იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები