საშინელებათა თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„საშინელებათა თეატრი“ – ეს სახელწოდება პირველად იხმარა ფრანგმა რეჟისორმა და თეატრის თეორეტიკოსმა ანტონენ არტომ (1896-1948). ამ თეატრს საფუძვლად უდევს მაყურებლის უშუალო განცდა. მაყურებელი არ თანაუგრძნობს პერსონაჟის განცდას. „საშინელებათა თეატრში“ მაყურებელი უნდა აღელდეს და შეძრწუნდეს, სიმშვიდე უნდა დაკარგოს. მისი მოსაზრებით, ზემოქმედება უნდა მოხდეს არა მარტო მუსიკით, შუქით, ფერებით, ნიღბებით, რიტმული მოძრაობებით, არამედ საერთოდ უნდა მოისპოს პროსცენიუმი და ისე მოეწყოს, რომ მაყურებელი იძულებული გახდეს მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენაში. თეატრის ამოცანაა შეაძრწუნოს მაყურებელი საშინელების ხილვით და უშუალო კონტაქტი დაამყაროს მასთან.

არტოს მიაჩნდა, რომ სპექტაკლი, მასობრივი ფსიქოანალიზის სეანსის მსგავსად, გაათავისუფლებდა ადამიანებს სააშკარაოზე გამოტანილი ბნელი ინსტინქტებისაგან.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები