საყუდაბელი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საყუდაბელი

საყუდაბელი – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ორგორის თემში, ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1270-1390 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან დასავლეთით 9 კმ მანძილზე.

მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 180. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (98 %) ქართველია. მოსახლეობის ღრმა რწმენით, მას ადრე საღვინეთი ერქვა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოიპოვება ბაზალტი. შემორჩენილია შუა საუკუნეების გამოქვაბულების კომლექსი, მონასტრის ნანგრევები. სოფლის მიდამოებში ნასოფლარი ვარნეთი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები