საღმრთოს გაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საღმრთოს გაღება − თუ ოჯახში ხშირი იყო სიკვდილიანობა, განსაკუთრებით, ბავშვების, მაშინ თვლიდნენ, რომ ეს ოჯახი რაღაც ცოდვის გამო დაწყევლილი, გადაცემული იყო და ისჯებოდა. ოჯახი, სიკვდილიანობისაგან თავდასაცავად და წინაპართა ცოდვის გამოსასყიდად, ცხვარს ანდა თხას შეიძენდა, ხოჯას, ხოლო გურიის მოსაზღვრე სოფლებში − მღვდელსაც მოიწვევდა, ცხვარს დაკლავდნენ, ხორცს მოწვეულ სტუმრებსა და სასულიერო პირს − ხოჯასა თუ მღვდელს, აგრეთვე, ოჯახის რძალს აჭმევდნენ, ძვლებსა და მორჩენილ ნაწილებს მიტკალში შეახვევდნენ და მიწაში ჩაფლავდნენ.




ლიტერატურა

ნოღაიდელი, 1969:51.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები