ალკიდური საღებავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა საღებავი ალკიდური-დან)
ალკიდური საღებავი – ემალური საღებავის სახესხვაობა. მიიღება მცენარეული ზეთების სინთეზით სპირტებთან, ანჰიდრიდებთან და ორგანულ მჟავებთან. გამოირჩევა მაღალი ატმოსფერომედეგობით, ბზინვით; მდგრადია სარეცხი საშუალებების და მინერალური ზეთების მიმართ, ინარჩუნებს თვისებებს –50-დან +60°C ტემპერატურამდე. გამოიყენება ლითონისა და ხის კონსტრუქციების შესაღებად, აგრეთვე, შენობის ინტერიერის გასალამაზებლად.