საღარაძე გურამ (მოჭიდავე)
გურამ საღარაძე — (დ. 21 მარტი, 1939, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე (78 კგ). 1964 წლის ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშები ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის (1963, 65) ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი (1966, 67), ევროპის ჩემპიონი (1965 წელს მსოფლიოს ჩემპიონობის პარალელურად მიენიჭა ევროპის ჩემპიონობა) და ბრინჯაოს პრიზიორი (1968), ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშებისა (1962) და სტუდენტთა მსოფლიო თამაშების (1964) ჩემპიონი, სსრკ-ის სამგზის ჩემპიონი (196466) და მესამე პრიზიორი (1968), თბილისის საერთაშორისო ტურნირის სამგზის გამარჯვებული (1962, 63, 65). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოსა და სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი. ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის პირადი მწვრთნელი. ფილას, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე.
წყარო
- ოლიმპიური თამაშები
- ქართველი სპორტსმენები
- ოლიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები
- ქართველი მოჭიდავეები
- ევროპის ჩემპიონები
- მსოფლიოს ჩემპიონები
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- ქართველი მწვრთნელები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენოსნები