საქონლის ბედისკვერები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საქონლის ბედისკვერები – შინაურ პირუტყვთა მფარველის წმ. თევდორეს დღეობაზე გამომცხვარი კვერები. „თევდორობა“ დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს მოდიოდა. ამ დღეს საქართველოს მთიან რაიონებში აცხობდნენ პურის კვერებს და წმ. თევდორეს საქონლის გამრავლებას ევედრებოდნენ, წარმოთქვამდნენ ლოცვას.
ნ. შამანაძე
ლიტერატურა
- ს. მაკალათია, მთის რაჭა, 1930, გვ. 63;
- მისივე, მთიულეთი, 1930, გვ· 139;
- მისივე, ხევი, 1934, გვ. 13.