საქმეთა რწმუნებული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქმეთა რწმუნებული – თანამედროვე საერთაშორისო სამართალში მიღებული და ვენის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციაში 1961 განმტკიცებული კლასიფიკაციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის მე-3 კლასის მეთაური.

განსხვავებით ელჩისა და დესპანისგან საქმეთა რწმუნებული აკრედიტებულია არა სახელმწიფოს მეთაურთან, არამედ საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელთან. საქმეთა რწმუნებული (ფრანგ. Cargé d′ Affaires enpied) უნდა განვასხვაოთ საქმეთა დროებითი რწმუნებულისაგან, რომელიც ასრულებს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის (ნებისმიერი კლასის) ფუნქციებს მისი არყოფნის შემთხვევაში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები