საუფლო დღესასწაულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საუფლო დღესასწაულები - არსებობს ბევრი დიდი საეკლესიო დღესასწაული, რომელთაგან აღდგომა არის დღესასწაულთა დღესასწაული, ხოლო შემდეგ მოდის საუფლო დღესასწაულები, რომლებიც ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ - ერთ ჯგუფში შედის ის დღესასწაულები, რომლებიც ყოველთვის ერთი და იგივე დროს აღინიშნება და მეორე ჯგუფში - მოძრავი დღესასწაულები, რომლებიც დაკვშირებულია აღდგომასთან და ამიტომ მასთან ერთად სხვადასხვა დროს აღინიშნება.

საუფლო დღესასწაულები ეწოდება ყველა იმ საეკლესიო დღესასწაულს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია უფლის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან. საუფლო დღესასწაულებიდან ოთხი მათგანი ეკუთვნის ღმრთისმშობელს, ესენია: ღმრთისმშობლის შობა, ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ხარება და ღმრთისმშობლის მიძინება.

რვა საუფლო დღესასწაულიდან სამი - ბზობა, ამაღლება და სულთმოფენობა - დაკავშირებულია აღდგომასთან. და რადგან აღდგომა მოძრავი დღესასწაულია, ანუ აღინიშნება სხვადასხვა დროს, ამიტომ ეს სამი დღესასწაულიც მოძრავია.

დანარჩენი ხუთი დღესასწაული - უფლის შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება და ჯვართამაღლება - უძრავია.


მოძრავი დღესასწაულები

უძრავ დღესასწაულები

თორმეტი საუფლო დღესასწაული ასევე დაყოფილია კიდევ ორ ჯგუფად: პირველში შედის ის დღესასწაულები, რომლებიც დაკავშირებული არიან ღვთისმშობელთან. ღვთისმშობელთან დაკავშირებული საუფლო დღესასწაულებია ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება.

უშუალოდ უფალთან დაკავშირებულ საუფლო დღესასწაულებში შედის: უფლის შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ბზობა ამაღლება, სულთმოფენობა ჯვართამაღლება.

ყველა საუფლო დღესასწაული დაკავშირებულია ჩვენი მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან

წყარო

ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები