სატანას სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Satanassoko.PNG

სატანას სოკო (ლათ. Boletus satanas lenz რუს. Сатанинский гриб)

ქუდი – 20 სმ-მდე დიამეტრისაა, ხორცოვანი, მოთეთროა ან მოყვითალო-ნაცრისფერი, ზოგჯერ ლორწოიანი ზედაპირით, ფორების შრე სისხლისფერ-წითელია.

ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 5-6 სმ სისქისაა, ძირში ბოლქვისებრია, ყვითელი ან წითელი, ქუდისკენ ახასიათებს წითელი, მომრგვალო ულფებიანი ბადე.

რბილობი – თეთრია, ჰაერზე წითლდება, შემდეგ კი ლურჯდება. ფორების შრე სისხლისფერ-წითელია.

სპორები – წაგრძელებულ-კვერცხისებრია, მოყვითალო-მომწვანო, 10-16X5-7 მკმ.

იზრდება ნიადაგზე მუხნარებში ზაფხულ–შემოდგომით.

უმი სოკო შხამიანია, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას; მდუღარე წყალში 10-15-წუთიანი ხარშვის შემდეგ შეიძლება საჭმელად გამოყენება. ჩვენში საჭმელად არ ხმარობენ.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები