სარო (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარო – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხიზაბავრის თემში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1400- 1480 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან 17 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 237, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002).

სოფლის მიდამოებში არის ანდეზიტისა და ბაზალტის საბადოები. სოფლის მიდამოები უტყეოა. შემორჩენილია საროს ციხეები (ქვეუბნის, ზემო ანუ საყდრის, ახალი ციხე ანუ ციხე-კოშკი). შემორჩენილია ძველი დარბაზული ტიპის ერდოიანი საცხოვრებელი სახლები და დარნები. ძველად ფართოდ იყო გავრცელებული ვაზი ხარისთვალა თეთრი. სოფლის სახელწოდება მცენარის სახელს უკავშირდება.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები