სანოძე ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლოზ სანოძე – დაიბადა 1962 წლის 23 მაისს ხონში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1987).
სამუშაო გამოცდილება
- ხონის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1993-95).
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №55 ხონის საარჩევნო ოლქი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
- პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმერეთის მხარეში (1999-2003).