სამხარაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხარაძე გიორგი – (1910 – 1982), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ფერსათში (ბაღდათი). 1936 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1942-1944 წლებში იყო გაზეთი „ინდუსტრიული ქუთაისის პასუხისმგებელი მდივანი; 1944-1955 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი, 1958 წლიდან – ქუთაისის დრამატული თეატრის დირექტორი. პირველი პოეტური კრებული, „საქართველოს ლაჟვარდები“, გამოაქვეყნა 1947 წელს. მას ეკუთვნის შემდეგი კრებულები: „ლექსები“ (1952), „სიყვარულის თაიგული“ (1957), „სიცოცხლის ძახილი“ (1960),„ლექსები“ (1972), „რჩეული“ (1974), „სიახლოვე“ (1979) და სხვა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები