სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამშენებლო სამუშაოს შემსრულებელი (მენარდე) – იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს წინასაპროექტო, საპროექტო-საძიებო, სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართ სამუშაოებს, დადგენილი წესით მიღებული აქვს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზია და პასუხისმგებელია მის და ქვემენარდის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე. მას უფლება აქვს შეასრულოს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოებიც დამატებითი ანაზღაურების მიღების შემთხვევაში ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.