სამულტიპლიკაციო დაზგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამულტიპლიკაციო დაზგა – დანადგარი გრაფიკული მულტიპლიკაციისა და ფილმის სატიტულო წარწერების კადრობრივი გადაღებისათვის. უმარტივესი სამულტიპლიკაციო დაზგა შედგება ვერტიკალური „სადგარისაგან“ (უძრავი ფუძე, რომელზედაც განლაგებულია დაზგის ცალკეული, ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილები) მასზე, ზევით და ქვევით მოძრავი კინოგადამღები აპარატისა და გადაღების მაგიდისაგან. გრაფიკული ნახატები („ნამზადი“) მაგიდაზე ფიქსირდება საყენებელი შტიფტებითა და მიმჭერი მინით და სოფიტებით ნათდება ზევიდან და ქვევიდან.





წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები