სამოქლონო ინსტრუმენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამოქლონო ინსტრუმენტი

სამოქლონო ინსტრუმენტი – ხელის სამონტაჟო ინსტრუმენტი ლითონის დეტალების შესაერთებლად. შედგება ორი ერთმანეთთან შეერთებული სახელურისა და სამუშაო ნაწილისაგან, რომელშიც იდგმება საცმი მოქლონისათვის. შესაერთებელი ელემენტები წინასწარ გამჭოლად არის გახვრეტილი. მასში თავსდება მოქლონის თავი, ხოლო მოქლონის ღერო – ინსტრუმენტის საცმში. სახელურების მექანიკური მოჭიმვით ხდება ნაკეთობის ფიქსაცია. პროცესი შეიძლება განხორციელდეს პნევმატიკური ძალითაც (ამ შემთხვევაში ორი სახელურის ნაცვლად ინსტრუმენტს აქვს ერთი სახელური აღჭურვილი ჩახმახით). მოქლონის დიამეტრი მიიღება 2,4 მმ-დან 6,4 მმ-მდე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები