საკანალიზაციო სეპტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკანალიზაციო სეპტიკი

საკანალიზაციო სეპტიკი (სალექარი) – ლოკალური საწმენდი ნაგებობის ელემენტი. გამოიყენება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარი წყლების ლოკალური გაწმენდის კომპლექსური სისტემის დაპროექტებისა და მშენებლობის სტადიაზე. ის არ მიეკუთვნება დამთავრებულ გამწმენდ ნაგებობას. მისი მუშაობის პროცესში აუცილებელია გამოყენებული იქნეს ფეკალების გაწმენდის ნიადაგური მეთოდი. ზოგჯერ სეპტიკებს იყენებენ სააგარაკე კოტეჯებიდან ან მცირე დასახლებული პუნქტებიდან ჩამონადენი წყლების გასაწმენდად და სალექარად, როცა ახლოს არ არის ცენტრალური კანალიზაცია. სეპტიკის მუშაობაში ჩადებულია გრავიტაციული და ბიოლოგიური გაწმენდის პრინციპები ბიოფერმენტული პრეპარატების გამოყენებით, აგრეთვე ნიადაგის მეშვეობით ბუნებრივი ან იძულებითი გაწმენდის მეთოდები. საკანალიზაციო სეპტიკი შეიძლება იყოს ერთ- (ჩამდინარი წყლების ხარჯი 1 მ3/დღ.), ორ- (1-10 მ3/დღ.), ან სამკამერიანი (მეტი 10 მ3/დღ.). გამწმენდი ნაგებობის სეპტიკური ნაწილის გავლის შემდეგ ჩამდინარ წყლები გაედინება ნიადაგში, სადაც გადის დამატებით გაწმენდას. თუ ნიადაგური გაწმენდა შეუძლებელია გრუნტის წყლების მაღალი დონის გამო, მაშინ გამოიყენება წვეთოვანი ბიოფილტრები (ბიოსეპტიკები).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები