სათესი იონჯა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სათესი იონჯა - (Medicaga sativa L.). პარკოსანთა ოჯახის მრავალწლიანი საკვები კულტურაა. იონჯა უპირატესად მოჰყავთ ბამბის მთესველ რაიონებში. ფარვანასებური ყვავილი ლილისფერი ან იისფერია. ყვავილობს ივნის-ივლისში. იონჯის ღალიანობა სარწყავ მიწაზე 1 ჰა-ზე 270—300 კგ-ს შეადგენს. ურწყავ რაიონებში ღალიანობა 25—50 კგ-ია. სარწყავ მიწაზე საკონტროლო სკის სადღეღამისო წონამეტი, ღალიანობის პერიოდში, შეადგენს 2-3 კგ-ს.