სათეატრო განათლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სათეატრო განათლება – პროფესიული მომზადება სათეატრო მოღვაწეობისათვის: მსახიობების, რეჟისორების, თეატრალური მხატვრების, თეატრმცოდნეების, სადადგმო ნაწილის მუშაკების მომზადება სპეციალურ სასწავლებლებში. სათეატრო განათლება სხვადასხვა ფორმისაა და ეს დამოკიდებულია ქვეყნის სათეატრო კულტურისა და სახალხო განათლების სისტემის საერთო მდგომარეობაზე. სათეატრო განათლება ჩაისახა ძველი რომის თეატრში (როსციუსის სკოლა – ძვ. წ. ა. I საუკ.). ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთის ქვეყნებში. ევროპის ქვეყნებში კი აღმოცენდა აღორძინების ეპოქაში.