საექსპედიციო ფილმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საექსპედიციო ფილმი (ფილმი-მოგზაურობა, გეოგრაფიული ფილმი) – დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული კინოს ერთ-ერთი სახეობა. ასეთი ფილმების გადაღების ობიექტი შეიძლება იყოს რომელიმე ჯგუფის ან ცალკეული პირების მოგზაურობა, ლაშქრობა შორეულ რაიონებში სამეცნიერო-საკვლევი, სპორტული, ტურისტული და სხვა მიზნით.