საერთო-ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთო-ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა – ლექსთმცოდნეობაში ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით საერთო-ქართველურ დონეზე აღდგენილი სალექსო სისტემა. ქართველურ ენებში ფოლკლორული ვერსიფიკაციული მოდელების კომპარატივისტული კვლევის შედეგად საერთო-ქართველური ეპოქისათვის შეიძლება აღდგენილ იქნას ორი ვერსიფიკაციული სისტემა: 1. ლირიკული (ლაპიდარული) ლექსი და 2. ეპიკური (ნარატიული) ლექსი. ამასთანავე, თითოეულისათვის ხერხდება როგორც ლექსის რიტმული, ისე მისი კომპოზიციური ორგანიზაციის რეკონსტრუქცია.

1. საერთო-ქართველურ დონეზე აღდგება ლირიული ლექსის რიტმული ორგანიზაციის A ≤ B ტიპი, თავისი ვარიანტული მოდელებით – იზომეტრული (იზოსილაბური) ვარიანტით A = B („ფერი ფერსა / მადლი ღმერთსა“) და ჰეტერომეტრული (ჰეტეროსილაბური) ვარიანტით A < B („სიბერე / ჭირთა სიბევრე“). არათანაბარმარცელიან (ჰეტერომეტრულ, ჰეტეროსილაბურ) ორსტრიქონედს ლექსად აქცევს იდენტური სარითმო კლაუზულა.

სისტემის ანალიზიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ საერთო-ქართველური ლირიკული ლექსისათვის A < B ფორმულა იყო რელევანტური, A = B კი – ჭარბი, მაგრამ რეალიზებული, რიტმული ორგანიზაციის A < B ფორმულის რეალიზაციაა ორზე მეტ სტრიქონიანი ვარიანტები.

საერთო-ქართველური ლირიკული ლექსი იმთავითვე წარმოგვიდგება როგორც რითმიანი ლექსი. ლექსის რითმა შეიძლება ასე ჩაიწეროს: r,(≥ k1), r2.(≥ k2)…, r3 (≥ k3) € Rl. სადღაც რითმა (R) არის სტრუქტურა, შედგენილი r სარითმო ერთეულებისაგან, რომლებიც მიმართებაში არიან სარითმო კლაუზულასთან (K): r=K ან r>K, ხოლო K1≈K2≈K3. საერთო-ქართველური ლირიკული ლექსის რითმისათვის r≥K მარკერი რელევანტურია და ამით ის უპირისპირდება ეპიკურ ლექსში სტრიქონის ბოლოს წარმოქმნილ რითმას. საერთო-ქართველური ლირიკული ლექსი მონორითმზეა აგებული, რომლის რაოდენობაც განსაზღვრავს სტროფიკას.

ქართველურ ენათა პოეტური ფოლკლორის შედარებითი ანალიზი საფუძველს იძლევა საერთო-ქართველერი დონის რამდენიმე ჟანრობრივი მოდელის რეკონსტრუქციისათვისაც. ლირიკული ლექსისთვის ერთ-ერთი ასეთი მოდელი არის კაფია (ექსპრომტული ხასიათის მონორითმიანი დიალოგური ლექსი).

2. საერთო-ქართველური ეპიკური ლექსი უპირისპირდება ლირიკულს. როგორც ალიტერაციული ლექსი – რითმიანს. ალიტერაციას ეპიკურ ლექსში თავიდანვე უნდა ჰქონოდა ორი ფუნქცია: მაორგანიზებელი (რელევანტური) და ესთეტიკური (ჭარბი). სწორედ რიტმის მაორგანიზებელი ფუნქციის გამო (იზომორფულობის ან იზოსილაბურობის არასავალდებულობის პირობებში) იქცა იგი მარკერად – ლექსთწყობის გარკვეული, ე. წ. აქცენტური (ტონური) სისტემის ერთი ტიპის სტრუქტურის განმსაზღვრელ ელემენტად. ფონეტიკური (ალიტერაციულ) პარალელიზმებთან ერთად, ეპიკური ლექსის ერთ-ერთ მაორგანიზებელს სტრუქტურულ ელემენტად გვევლინება ე. წ. რიტმულ-სინტაქსური პარალელიზმებიც (ე. ჟირმუნსკი).

ეპიკური ლექსის სტრუქტურის ორგანიზებაში (ლექსის ალიტერაციული ბუნების გამო) რელევანტურ-სტრუქტურული ელემენტია მახვილი, რომელიც. რეალური სიძლიერის მიუხედავად, აწესრიგებდა ალიტერაციას და განსაზღვრავდა კლაუზულას.

საერთო-ქართველურ დონეზე შეიძლება რამდენიმე მეტრული სისტემის რეკონსტრუქცია. ერთ- ერთი მათგანია VV/VV სტრუქტურა ორი სავალდებულო მახვილით: ერთი – პირველ მარცვალზე, მეორე – ბოლოდან მესამეზე, ე. ი. ლექსს აქვს სამმარცვლიანი დაქტილური კლაუზულა, რომლის დარღვევა აკრძალულია. ამგვარად, საერთო-ქართველურ ეპიკურ ლექსს, გარდა ფონეტიკური და რიტმულ-სინტაქსური პარალელიზებისა. აქვს მესამე რელევანტური ნიშანიც: ორი ან სამმარცვლიანი კლაუზულები. რომელთა თანაარსებობა ერთი ლექსის ფარგლებში აკრძალულია. ქართველურ ენათა ეპიკურ ლექსში რითმის ჩამოყალიბება დაწყებულია საერთო-ქართველური ენობრივი ერთიანობის დაშლის შემდეგ და სხვადასხვა ქართველურ ენაში სხვადასხვაგვარი ინტენსივობით, მაგრამ ერთნაირი გზით მიმდინარეობს.

ლირიკული ლექსის მსგავსად, ეპიკური ლექსისთვისაც შესაძლებელი ხდება ჟანრობრივი მოდელების რეკონსტრუქცია. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მაგ. ყველა ქართველური ენის ფოლკლორში დადასტურებული ერთი ჟანრი. რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს „მავლია“, რადგან მასში სწორედ ჟანრული თვალსაზრისით ხაზგასმულია ერთ-ერთი პირობითი ნიშანი – მთქმელის გადაადგილება გარკვეული მიმართულებით (ერთი რეგიონის ორ უკიდურეს წერტილს შორის).

მ. ქურდიანი



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები