სადგერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადგერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია – არქიტექტურული ძეგლი საქართველოში (XIV-XV ს.), ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ეკლესიას აკრავს მაღალი კლდე და ღრმა ხევი. მას მისასვლელი აქვს მხოლოდ სამხრეთიდან და ეს მხარე გამაგრებული ყოფილა გალავნითა და ციხე კოშკით. ადგილობრივები იყენებდნენ სახიზრად. ნაგებია თლილი ქვით. შემკულია ცხოველებისა და მცენარეების ბარელიეფებით, სარკმელი კი ყურძნის მტევნებით. ტაძარი 1703-1724 წლებში ვახტანგ VI-ს აღუდგენია. წელიწადში ორჯერ აქ იმართება გიორგობა. შემორჩენილია ნანგრევები.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები