საგანი ფრანსუაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუაზა საგანი

საგანი ფრანსუაზა - (ფრ. Sagan Françoise. 1935-2004). ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუაზა კუარეზი (Françoise Quoirez). XX საუკუნის ფრანგი ნოველისტი, რომანისტი და დრამატურგი ქალი.

ფრანსუაზა საგანი დაიბადა 1935 წელს ქალაქ კაშარკეში, ბურჟუაზიულ ოჯახში. სწავლობდა დახურული ტიპის კათოლიკურ სასწავლებელსა და სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1954 წელს გამოდის მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ“ („Bonjour, tristesse“), რომელმაც ხმაურიანი სენსაცია გამოიწვია ცხრამეტი წლის მწერლის სახელის გარშემო. 1954 წლიდან 1980 წლამდე გამოდის საგანის 13 რომანი. 60-იან წლებში გატაცებულია დრამატურგიით და წერს რამდენიმე კომედიას, რომლებიც პარიზის თეატრებში იდგმება.

საგანის ცნობილი პიესებია:

  • „შვედური ციხე-კოშკი“ („Château en Suède“, 1960, დაიდგა თეატრ ატელიეში);
  • „ხანდახან ვიოლინოები“ („Les Violons parfois“, 1961, დაიდგა ჟიმნაზის თეატრში);
  • „გულწრფელი ცხენი“, (1967, თეატრ ატელიეში დაიდგა)
  • „როიალი ბალახში“ („Un Piano dans l’herbe“, 1970, თეატრ ატელიეში დაიდგა).

საგანის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა „ვალენტინის იასამნისფერი კაბა“ („La Robe mauve de Valentine“). კომედია პირველად ნაჩვენები იყო 1963 წელს ამბასადერის თეატრის სცენაზე. დადგმა განახორციელა რეჟისორმა ივ რობერმა. საგანი ხშირად თანამშრომლობს კინემატოგრაფისტებთან. მისი მრავალი ნაწარმოები ეკრანიზებულია. ფარნსუაზა საგანს მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

გამოცემები ქართულ ენაზე

  • მზის ნამცრევი ცივ წყალში: რომანი / ფრანსუაზ საგანი; ფრანგ. თარგმნა: ჟუჟუნა შალამბერიძემ. - თბილისი: მერანი, 1988. - 127 გვ.; 19 სმ.
  • გიყვართ ბრამსი?: [რომანი] / ფ. საგანი; ფრანგ. თარგმ. ნ. ქადეიშვილმა // საუნჯე. - 1979. - N3. - გვ.20-81
  • მფარველი ანგელოზი: [რომანი] / ფრანსუაზ საგანი; ფრანგ. თარგმნა ზაალ ჩხეიძემ ; მთ. რედ. მაია ალუდაური. - თბ.: პალიტრა L, 2012. - 136 გვ.; 18 სმ..
  • სალამი, სევდავ!; გიყვართ ბრამსი?: [რომანები] / ფრანსუაზ საგანი; [მთარგმნ.: ნუნუ ქადეიშვილი ; რედ.: ანა ჭაბაშვილი; მხატვ.: გიორგი ტაბლიაშვილი]. - [1-ლი ქართ. გამოც.]. - [თბ.]: დიოგენე, [2006]. - 268 გვ.; 15 სმ.
  • უცნაური ღიმი: [რომანი] / ფ. საგანი; თარგმ. ლ. ივანიცკაიამ // საუნჯე. - 1991. - N1. - გვ.3-56
  • ქამბალას სისხლი: [რომანი] / ფრანსუაზა საგანი; თარგმ. ზ. არჩვაძემ // განთიადი. - ქუთაისი, 2001. - N5-6. - გვ.4-32
  • დაკარგული პროფილი: [რომანი] / ფრანსუაზ საგანი; ფრანგ. თარგმ. ლია დარაშვილმა // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2014. - ISSN 1987-5053. - მარტი. - N3(114). N4 - გვ.78-101
  • იტალიის ცა: [მოთხრობა] / ფრანსუაზ საგანი ; თარგმ. ნანა სარდლიშვილი-გოგოლაშვილმა // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2013. - ISSN 1987-5053. - აგვისტო. - N8(107). - გვ.86-88.
  • იტალიის ზეცა: [მოთხრობა] / ფ. საგანი. მნათობი თბილისი, 1982. N10, გვ.101
  • განხეთქილება რომაულად: უცხოური ნოველა / ფრანსუაზა საგანი; ფრანგულიდან თარგმნა მანანა მიქელაძემ; ილ. თამარ მინაშვილი // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2009. - ISSN 1987-7730. - 25 დეკემბერი. - N26(104). - გვ.60-62
  • ერთხელ დილით: [ფრანგი მწერლის მოთხრობა] / ფ. საგანი. გამარჯვება გორი და ხაშური, 1964. 14 აპრილი
  • ერთ დილას: [ფრანგი მწერლის მოთხრობა] / ფრ. საგანი; ფრანგულიდან თარგმნა მ. ინასარიძემ. თბილისის უნივერსიტეტი თბილისი, 1967. 1 აპრილი
  • ჩემი საუკეთესო მოგონებები: [მოგონებები] / ფრანსუაზ საგანი; თარგმნა ლია დარაშვილმა // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2014. - ISSN 1987-5053. - ოქტომბერი. - N10(121). - გვ.92-98
  • პასუხები: [ინტერვიუების ნაკრები] / ფრ. საგანი ; ფრანგ. თარგმ. დ. იაშვილმა // საუნჯე. - 1998. - N1. - გვ.261-320
  • გეშინია - არ გააკეთო, თუ აკეთებ, - ნუ გეშინია / რუსუდან დარჩიაშვილი. 24 საათი თბილისი, 2008. 29 მარტი, N72 (1816), გვ.4.5




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები