საბჭოთა კავშირ-ინგლისის ხელშეკრულება და შეთანხმებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-ინგლისის ხელშეკრულება და შეთანხმებები


სარჩევი

1921 წლის სავაჭრო შეთანხმება

ხელი მოეწერა ლონდონში 16 მარტს რსფსრ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის. ამ შეთანხმებით მოიხსნა დიპლომატიური ბლოკადა მსხვილი კაპიტალისტური ქვეყნებისაგან. შეთანხმებამ დაარეგულირა მატერიალური პრეტენზიები, განახლდა სავაჭრო ურთიერთობები. ამ შეთანხმებით, ფაქტობრივად დიდმა ბრიტანეთმა ცნო საბჭოთა რუსეთი, რის შესახებაც ლოიდ ჯორჯმა განაცხადა თემთა პალატაში ერთი კვირის შემდეგ. შეთანხმებამ იარსება 1927 წლის 27.V-მდე (ჩემბერლენის ნოტა).

საზავო შეთანხმება 1937

დაიდო 17.VII ლონდონში ხეთი წლის ვადით, ითვალისწინებდა სამხედრო-საზღვაო ძალების ლიმიტის შემოღებას და სამხედრო მშენებლობის საკითხებში ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. ამ ტიპის შეთანხმება იმავდროულად დაიდო ინგლის-გერმანიას შორის და იმეორებდა ინგლის-აშშ-საფრანგეთის შეთანხმებათა პირობებს. ერთი წლის შემდეგ დამტკიცდა გემების წყალწყვის პროტოკოლი. 1939 წლის 3.IX ინგლისის მთავრობამ გააუქმა შეთანხმება.

გერმანიის წინააღმდეგ ერთობლივი საომარი მოქმედებების შეთანხმება

დაიდო 1941 წლის 12.VII მოსკოვში.

ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ სამოკავშირეო და ომისშემდგომი ურთიერთდახმარების ხელშეკრულება

დაიდო 1942 წლის 26.V ლონდონში, ითვალისწინებდა ყოველმხრივ ურთიერთდახმარებას საომარ პირობებში. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 20 წლით, მაგრამ ვინაიდან 1954 ინგლისმა ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა გფრ-ის რემილიტარიზაციას და ანტისაბჭოთა ბლოკის შექმნას, 7.V.1955 სსრკ-მა მოახდინა 1942 ხელშეკრულების ანულირება.

1968, 1969 და 1971 შეთანხმებები

1968, 1969 და 1971 შეთანხმებები სავაჭრო და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ხასიათის იყო.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები