საბურღი მანქანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბურღი მანქანა SANY SR220C

საბურღი მანქანა – თვითმავალ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული გრუნტის საბურღი სპეციალური მოწყობილობა, მცირე სიღრმის ჭაბურღილებისათვის.
არსებობს ორი სახის: სტაციონარული (არამობრუნებადი) და მოსაბრუნებელი.
სტაციონარული საბურღი მანქანა მონტაჟდება სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, პლატფორმაზე ან ტრაქტორზე და დაკომპლექტებულია ბურღის სამუშაოდ აუცილებელი ჰიდრავლიკური მექანიზმებით, ხოლო მოსაბრუნებელი საბურღი მანქანა აღჭურვილია საბრუნი პლატფორმით და დამონტაჟებულია მობილური სატვირთო ავტომანქანის ძარაზე. შესაძლებელია საბურღი მანქანის დამაგრება ისრიან ამწეებზეც. მშენებლობაში გამოიყენება შურფების, შპუნტების, სახიმინჯე ჭაბურღილების მოსაწყობად, აგრეთვე ადგილობრივი ელეტროგადამცემი ხაზების საყრდენების, შემოღობვის ბოძების სამონტაჟოდ, აფეთქებითი სამუშაოებისათვის და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები