სააზროვნო უნარ-ჩვევები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სააზროვნო უნარ-ჩვევები - სააზროვნო უნარ-ჩვევა უნარ-ჩვევის ერთ-ერთი სახეობაა. სააზროვნო უნარ-ჩვევები ადამიანის შემეცნების მნიშვნელოვანი ნაწილია. განასხვავებენ მარტივ და რთულ შემეცნებით უნარ-ჩვევებს.
შემეცნების პროცესში გამოყოფენ ისეთ მარტივ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა ინფორმაციის დამახსოვრება, ფაქტების გახსენება და ა. შ. რთულ სააზროვნო უნარ-ჩვევებში კი განიხილავენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრას, შემოქმედებით აზროვნებას, თვითრეფლექსიურ აზროვნებას და ა. შ. ადამიანის აზროვნების განვითარება სასწავლო პროცესისათვის ყველაზე არსებითია.