რუხი ტრიქოლომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Rukhitriqoloma.PNG

რუხი ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma terreum (Fr.) Kumm. რუს. Рядкова землисто-серая)

ქუდი – 3-8 სმ დიამეტრისაა, მრგვალი ბორცვაკით, ღია ყავისფერია, ზედაპირი დაფარულია მიკრული ბოჭკოვანი შავი-ქერცლებით, ახასიათებს უსწორმასწორო კიდეები, რომლებიც ზოგჯერ დახეთქილია. ფირფიტები შეზრდილია. მოთეთრო ნაცრისფერია.

ფეხი – 3-8 სმ სიგრძისა და 1-1,5 სმ სისქისაა; ჩვეულებრივ, თანაბარი და ძირში გამსხვილებულია. ქუდის მხარეს თეთრი ნაფიფქით, თეთრია ან მონაცრისფრო.

რბილობი – თეთრია.

სპორები – ელიფსისებრი, უფერული 5-7X4-5 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, როგორც ფოთლოვან, ისე წიწვიან ტყეში, განსაკუთრებით კირიან ნიადაგზე, ზოგჯერ დიდი რაოდენობით; ზაფხულ-შემოდგომით.

საჭმელად იხმარება ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები