რუშთის ხელშეკრულება 1732

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუშთის ხელშეკრულება 1732 – (რუსეთსა და ირანს შორის), ხელი მოაწერეს 21.I.(1).II) რუშთაში (ირანი). რუსეთ-თურქეთის ურთიერთობათა გამწვავებამ XVIII ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში და ირანის პოზიციების განმტკიცებამ, რომელიც ამ პერიოდში წარმატებით, ებრძოდა თურქეთს, რუსეთის მთავრობა ირანთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების დამყარებისაკენ წააქეზა. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა გადაწყვიტა, დაებრუნებინა მისთვის რუსეთ-ირანის (1723) ხელშეკრულებით მიღებული კასპიისპირა პროვინციები, ხელშეკრულების თანახმად, პროვინციები გილანი, მაზანდარანი და ასტრაბადი (თანამედროვე გორგანი) დაუბრუნდა ირანს მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის უფლების გარეშე. ირანი რუსეთს აძლევდა უბაჟო ვაჭრობისა და საქონლის ტრანზიტის უფლებას, ასევე სხვა სავაჭრო შეღავათებს. ირანის მთავრობამ იკისრა იმ რუსი ვაჭრების ზარალის ანაზღაურება, რომლებიც ირანში მღელვარებებისა და ომების დროს დაზარალდნენ. ხელშეკრულებამ პირველად დაამყარა ორ ქვეყანას შორის საკონსულო ურთიერთობები, ძალაში დარჩა განჯის ხელშეკრულების 1735 დადებამდე, რომელმაც დაადასტურა რუშთის ხელშეკრულება და დაადგინა რუსეთის მიერ ირანისათვის დერბენდისა და ბაქოს გადაცემა მათ პროვინციებთან ერთად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები