რუსეთ-ინგლისის შეთანხმებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთ-ინგლისის შეთანხმებები

სარჩევი

შეთანხმება 1872-73 პამირში ავღანეთის ჩრდილოეთი საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით

ხელმოწერილ იქნა ნოტათა გაცვლის საფუძველზე 17(29) X.1872-19(31).I.1873. რუსეთის მიერ შუა აზიის დაპყრობის შემდეგ, იმპერიის საზღვრები ავღანეთს დაუმეზობლდა.

1869 დაწყებულ რუსეთ-ინგლისის მოლაპარაკებაზე ინგლისელთა დელეგაცია ცდილობდა, რუსეთსა და ავღანეთს შორის შეექმნა ნეიტრალური ზონა, რომელშიც უნდა შესულიყო ბუხარა და კოკანდი. რუსეთი, თავის მხრივ, ცდილობდა, ასეთ, ნეიტრალურ ზონად მხოლოდ ავღანეთი ეცნო. შეთანხმების თანახმად, ინგლისელთაგან კონტროლირებად ავღანეთსა და რუსეთს შორის საზღვარმა გაიარა მდინარეების ამუდარიისა და ქოქჩის შესართავიდან მდ. ამუდარიის გაყოლებაზე, ვიდრე სარიქოლის ტბამდე. ამდენად, ბრიტანეთის გავლენის სფეროში მოექცა მდინარე ამუდარიის სამხრეთი რეგიონი, რუსეთმა კი მიიღო ამუდარიის ჩრდილოეთით მდებარე მიწები.

შეთანხმება 1895

დაიდო რუსეთ-ავღანეთის სასაზღვრო ზოლის დადგენასთან დაკავშირებით 27.11 (II.III). აღნიშნულმა შეთანხმება დაადასტურა და შეავსო 1872-73 შეთანხმება. 1895 წლის ზაფხულში მოხდა საზღვრის დემარკაცია ზორქოლის ტბიდან, ვიდრე პოვალო-შვეიკოვსკის პიკამდე.

შეთანხმება 1907

ხელმოწერილ იქნა 18(31).VIII პეტერბურგში, რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრის ა.პ. იზვოლსკისა და დიდი ბრიტანეთის ელჩის ა. ნიკოლსონის მიერ. რუსეთ-ინგლისის მოლაპარაკებაზე, რომელიც გაცილებით, ადრე დაიწყო, იხილებოდა ტიბეტის, ავღანეთისა და ირანის საკითხი, შეთანხმების საფუძველზე, ირანი სამ ზონად გაიყო: სამხრეთ-აღმოსავლეთი ირანი ინგლისს ერგო, ჩრდილოეთი – რუსეთს, ცენტრალური ირანი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, შეთანხმების შედეგად, ავღანეთი ინგლისს დაექვემდებარა. ტიბეტმა, შეთანხმების მიხედვით, მიიღო დამოუკიდებლობა. ინგლისი ვალდებული იყო გაეყვანა თავისი ჯარები ჩუმბის დაბლობიდან და ხელი არ შეეშალა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი ბუდისტებისათვის, ჩასულიყვნენ ტიბეტში სალოცავად. ინგლისის დელეგაცია იძულებული იყო, დათანხმებოდა შეთანხმების ამ მუხლს. შეთანხმების თანახმად, რუსეთი შეუერთდა ანტანტას, რომელიც უპირისპირდებოდა ამ დროს ევროპაში შექმნილ მეორე სამხედრო ბლოკს – „სამთა კავშირს”, რომელსაც გერმანია ედგა სათავეში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები