რუსეთის სასულიერო მისია პეკინში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთის სასულიერო მისია პეკინში – საეკლესიო დაწესებულება XIX საუკუნემდე ასრულებდა დიპლომატიურ და სავაჭრო წარმომადგენლობის ფუნქციას ჩინეთში. მისი შექმნა 1685 პეკინში რუსი სამხედრო ტყვეების გამოჩენასთანაა დაკავშირებული. ტყვეებმა პეკინში შექმნეს რუსული კოლონია.

1700 პეტრე I-ის ბრძანებით შეიქმნა ტობოლის სასულიერო მისია, რომელსაც დაევალა თავისი წარმომადგენლობის გახსნა პეკინში. 1712 ცინის მთავრობა დათანხმდა პეკინში გახსნილიყო სასულიერო მისია, რომელიც 1715 ჩავიდა კიდეც ჩინეთის დედაქალაქში. იურიდიულად მისიის არსებობა 1727 კიახტის საზავო ხელშეკრულების ძალით განმტკიცდა.

XIX საუკუნის დასასრულს, როდესაც ჩინეთში გამოჩნდნენ პროფესიონალი რუსი დიპლომატები, მისიის დიპლომატიური წარმომადგენლობის როლი ერთობ დაკნინდა და XX საუკუნის დასაწყისში იგი სუფთა სასულიერო მისიად იქცა. 1945-54 იგი მოსკოვის საპატრიარქოს გამგებლობაშია. 1954 ჩინეთის მთავრობასთან შეთანხმებით პეკინის მისია გაუქმდა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები