რუსა ამირეჯიბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამირეჯიბი რუსა - (XIV-XV სს. მიჯნა), საქართველოს მეფის, ალექსანდრე I დიდის, აღმზრდელი ბებია, ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე. მისი თაოსნობით დაიწყო თემურლენგის ურდოების მიერ დანგრეული სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის აღდგენა.