რკალისებრი სახურავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რკალისებრი სახურავი (ინგლ. arc roof) – სახურავი, რომელსაც წრის რკალის ფორმა აქვს. შედგება ხის ან ლითონის მზიდი კარკასისა და გამჭვირვალე ან გაუმჭვირი ფენილისაგან. მას ძირითადად იყენებდნენ სპეციფიკური დანიშნულებით – საცურაო აუზების, ორანჟერეების, სათბურების, სავაჭრო გალერეების, გადასასვლელების გადასახურავად, თუმცა ამჟამად აქტიურად გამოიყენება საცხოვრებელი სახლების სახურავებისთვისაც.